ფუნგიციდები - agrofert

Go to content

Main menu:

ფუნგიციდები

პროდუქცია > პესტიციდები
LENA FRUIT 20 WP
ლენაფრუტი  20 სფ  (ბორდოს ნარევი)
Plasmoparaviticola: პირველი გამოყენება: როდესაც ყლორტი მიაღწევს 25-30სმ, მეორე და შემდგომი გამოყენება უნდა მოხდეს 14 დღიანი ინტერვალებით.
Taphrinadeformans: გამოიყენეთ კვირტის ამოსვლის ეტაპზე.
Venturiainaequalis: პირველი გამოყენება: ყვავილობისას, მეორე გამოყენება: ვარდისფერი როზედის ეტაპზე (როდესაც ყვავილები ჩანს ცალ-ცალკე), მესამე გამოყენება: 70-80% ყვავილის ფურცლების ცვენისას, მეოთხე და შემგომი გამოყენება დამოკიდებულია ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, თუ დაავადები განვითარებისთვის შესაბამისია გამოიყენეთ 10 დღიანი ინტერვალით.
Cyclogoniumoleaginum: პირველი გამოყენება ოქტომბრის პირველ ნახევარში, ხოლო მეორე აპრილის პირველ ნახევარში უნდა მოხდეს.
გამოიყენეთ თებერვალში ზეთის ხილის ხის ყლორტების ამოსვლამდე და მეორედ, აპრილში ყვავილობამდე.
Wilsonomycescarpophylus: 1 გამოყენება: გამოიყენეთ შემოდგომაზე ფოთოლცვენის შემდეგ (არააქტიური პერიოდი) 1.გამოყენება: გამოიყენეთ გაზაფხულზე კვირტების ამოსვლამდე (ნორმალური პერიოდი) 2.გამოიყენება: გამოიყენეთ, როდესაც ყვავილის ფურცლები და ბოტკო არ არის შევსებული.
Plasmoparaviticola: გამოიყენება ზამთრის პერიოდში, კვირტების დაბერვამდე და გასხვლის შემდგომ
გამოიყენება ზაფხულის პერიოდში, როდესაც ყლორტები მიაღწევს 2-3სმ, 8-10სმ და 25-30სმ-ს.
GROWWAY  SUN BLOCKER
 გროუვეი  სან ბლოკერი
გამოყენების მეთოდი და დოზირება: გამოიყენება ფოთლოვანი გამოკვების გზით ყველა სახის ბოსტნეულსა და ხე-ხილის კულტურაში.
იცავს ფოთოლსა და ნაყოფს მზის დამწვრობისგან, ასევე იცავს  ნაყოფს ლაქიანობისაგან  
გამოყენების  დოზირება: საჭიროების შემთხვევაში 2-3-ჯერ 250-500გრ/100ლ. წყალში.
თავსებადობა: პრეპარატის შერევა შიძლება აგროქიმიკატების ყველა სახეობასთან,
რიდომილ გოლდი მც
 
მოქმედი ნივთიერება:  მეფენოქსამი 40 გ/კგ + მანკოცები 640 გ/კგ
პრეპარატულიფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები (წდგრ)
მწარმოებელი: Syngenta Agro AG
 
 
რიდომილ გოლდი მც – კომბინირებული, კონტაქტურ–სისტემური მოქმედების ფუნგიციდია, რომელსაც ახასიათებს სამმაგი მოქმედების უნარი: დამცავი, სამკურნალო და ანტისპორათწარმომქმნელი. უზრუნველყოფს მცენარის დაცვას როგორც გარედან, ისე შიგნით პათოგენის შეჭრისგან. ეტალონური პრეპარატია ჭრაქისა და ფიტოფტორას წინააღმდეგ. სისტემური კომპონენტი მეფენოქსამი გადანაწილდება მთელ მცენარეში და იცავს მცენარის  ახლად წარმოქმნილ ორგანოებს, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას აქტიური ვეგეტაციის პერიოდში. პრეპარატი ინარჩუნებს ეფექტურობას მაღალი ინფექციური ფონის დროსაც.

უპირატესობები:
 
·         მეფენოქსამი ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მოქმედი ნივთიერებაა ოომიცეტების კლასის სოკოების მიმართ, ვაზის და ხახვის ჭრაქის, კარტოფილის ფიტოფტორას და სხვ. მიმართ
 
·         სისტემური მოქმედებით იწვევს პათოგენის სიკვდილს მცენარის ქსოვილებში
 
·         პრეპარატის კონტაქტური საწყისი იცავს მცენარეს გარედან სოკოვანი დაავადებებისგან
 
·         დაცვის ქვეშ ხვდება მთლიანი მცენარე, მათ შორის ახლად წარმოქმნილი ნაზარდებიც, რაც საიმედოს ხდის პრეპარატს რთულ პირობებში (წვიმები, მაღალი ინფექციური დატვირთვა და სხვ
 
·         მაღალი მდგრადობა წვიმის მიმართ. მეფენოქსამი მთლიანად ნაწილდება მცენარეში შესხურებიდან 30 წუთის შემდეგ
 
·         მრავალწლიანი გამოცდილება და დროში შემოწმებული საიმედოობა
 
·         მისი წარმოება ხდება ახალი Pepit Technology-ით, შემადგენელი ნაწილაკების ოპტიმალური სიდიდე ხელს უწყობს კონტაქტური კომპონენტების –  მანკოცების ეფექტურობის ამაღლებას
       

ტოპაზი
მოქმედი ნივთიერება: პენკონაზოლი 100 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (ეკ)
მწარმოებელი: Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 1 ლ

ტოპაზი არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი ხეხილის, კენკროვნების, ბოსტნეულ–ბაღჩეული, დეკორაციული კულტურებისა და ვაზის ნაცრისა და ზოგიერთი სხვა დაავადებისგან დასაცავად. პრეპარატს აქვს პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება. ტოპაზის გამოყენება შეიძლება ყველა კულტურაში, სადაც წარმოიშვება ნაცროვანი დაავადებები. განსაკუთრებით ეფექტურია პირველადი ინფექციის დასათრგუნად. ტოპაზის მოქმედი ნივთიერება სწრაფად შეითვისება მცენარის მიერ, რითაც მცირდება ნალექებით პრეპარატის ჩამორეცხვის რისკი. 2 საათის შემდეგ მოსული წვიმა არ ამცირებს პრეპარატების ეფექტურობას

უპირატესობები:
·         სისტემური მოქმედების უნარი, იცავს მცენარის ყველა ორგანოს
·         პროფილაქტიკური, სამკურნალო და გამანადგურებელი მოქმედება – 96 საათის განმავლობაში ინფექციის შეჭრიდან
·         მაღალი მოქმედების უნარი ძლიერი ინფექციური დატვირთვის დროსაც
·         იდეალური პარტნიორია კომპლექსური დაცვის სისტემაში
·         შესხურების ჯერადობის შემცირება, მოქნილია გამოყენების დროის მიხედვით
 
ქუადრისი სკ
მოქმედი ნივთიერება: აზოქსისტრობინი 250 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი (სკ)
მწარმოებელი : Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 1 ლ
ქუადრისი სკ - არის სისტემური ფუნგიციდი სტრობილურინების ჯგუფიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად კომპლექსური  დაავადებებისგან, როგორებიცაა ალტერნარიოზი, ფიტოფტოროზი, ჭრაქი და ნაცარი, ქუადრისი სკ ინჰიბირებას უკეთებს სპორების გაღივებას, ასევე სოკოების ჰიფების განვითარებას და ახასიათებს აშკარა ანტისპორაციული ზემოქმდება.
ქუადრისი სკ დადებით გავლენას ახდენს მცენარის ფიზიოლოგიურ თვისებებზე აზოქსისტრობინის გამო, მცენარის ვეგეტაცია იზრდება 7 დღით, ეფექტურად იყენებს ტენს და ხდება აზოტის ოპტიმალურად ათვისება.
უპირატესობები:
·         უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას
·         ახასიათებს სამკურნალო მოქმედება დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე
·         აზოქსისტრობინს სტრობილურინების ჯგუფის სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით უკეთესად გადაადგილდება მცენარეში - სისტემური და ტრანსლამინალური მოქმედება
·         არ ჩამოირეცხება წვიმით, დამუშავებიდან 2-2.5 საათში
·         პრეპარატის გამოყენების შემდეგ პათოგენი კვდება რამდენიმე საათის განმავლობაში
·         ბრწყინვალე ანტისპორაციული მოქმედება
·         აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების რენტაბელობას
·         თავსებადია უმეტეს პესტიციდებთან  

გამოყენების რეკომენდაციები:
·         პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ანტირეზისტენტულ სისტემაში სხვა ჯგუფის ფუნგიციდებთან მორიგეობაში
·         ფოთლების ზედაპირის სამუშაო ხსნარით კარგი დაფარვა - დაცვითი ეფექტის აუცილებელი პირობაა. ამიტომ საჭიროა საკმარისი რაოდენობის ხსნარი
ოფისის მისამართი :
116 Tsereteli str.Didube Plaze, Tbilisi, Georgia
2- სართული, ოთახი-217 ტელ:+995 591 022 900

ოფისის მისამართი :
თბილისი, წერეთლის გამზ. 116 დიდუბე პლაზა
ტელ:+995 591 022 900
agrofert.georgia@gmail.com

Back to content | Back to main menu